ყველასთვის საყვარელი “მენდიანტი”, არის ტრადიციული ფრანგული ტკბილეული – ️შოკოლადის მონეტა, მოჭედილი თხილეულითა და ჩირით, რომელიც წარმოადგენდა 4 მონასტრის სიმბოლოს.
თითოეული ინგრედიენტი ბერების მანტიების ფერის მიხედვით იყო არჩეული და მათ განასახიერებდა.
ტრადიცია გულისხმობს, რომ ქიშმიში წარმოაჩენს აუგუსტინიანებს, ტყის თხილი-კარმელიტებს, ფრანცისკანელებს გამხმარი ლეღვი და ნუში კი დომინიკებს.
დღესდღეობით, მენდიანტებს საშობაო სუფრისთვის ამზადებენ, რომელიც შედგება თხილის, ხილისა და სხვა ტკბილეულის ტრადიციული კომბინაციისგან.
სიტყვა “მენდიანტი” ინგლისურად ითარგმნება როგორც “მოწყალების მთხოვნელი” და ამბობენ, რომ ეს ტკბელეული ფრანცისკელი ბერების ფერად სამოსს წააგავს.
როგორ შეგიძლიათ მისი მომზადება სახლში:
1. ჩირიფრუტის”ჩირისი ასორტი” დაჭერით წვრილად, ასევე
თხილეული (ნუში, თხილი, ფისტა და ა.შ.)
2. გაადნეთ შოკოლადი- შავი, რძის ან თეთრი შოკოლადი.
3.საცხობ ფირფიტაზე ან პერგამენტის ქაღალდზე კოვზით დაასხით დამდნარი შოკოლადი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისინი დიდი ან პატარა, როგორც გსურთ.
4. სანამ შოკოლადი ჯერ კიდევ გამდნარია, თითოეულ შოკოლად ნაზად მოაყარეთ ხილისა და თხილის ნაჭრები.
5.მიეცით შოკოლადს საშუალება გაცივდეს. უფრო სწრაფად გასაციებლად შეგიძლიათ მოათავსოთ მაცივარში.
მას შემდეგ, რაც შოკოლადი მთლიანად გამაგრდება, პერგამენტის ქაღალდიდან ფრთხილად ამოიღეთ.
იყავით კრეატიულები, შექმენით თქვენი კომბინაციები და სცადეთ სხვადასხვა სახის შოკოლადი და ტოპინგები!