ჩვენს შესახებ
კომპანია ,,ჩირიფრუტი“ 2014 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ტკბილეულს/პროდუქციას. დღესდღეობით ჩვენი კომპანია 80-ზე მეტი სახეობის ორიგინალურ პროდუქტს აწარმოებს და ის ნამდვილად გამორჩეულია. საოჯახო ბიზნესის გაფართოებასთან ერთად იზრდებოდა ჩირიფრუტის გაყიდვების წერტილები. დღეს, ჩირიფრუტს შეხვდებით სავაჭრო მოლებში, სუპერმარკეტებსა და დუტი ფრიში.

ღირებულება
კომპანია ჩირიფრუტი 2014 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ჩირების, ცუკატების, ტყლაპების, ქართული ტრადიციული ჩურჩხელებისა და შოკოლადიანი ჩირების ფართო ასორტიმენტს. დაარსების დღიდან ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება ჩვენს პროდუქტზე. ამაზე მეტყველებს იმ ადამიანთა სურვილები, რომლებიც ყოველდღიურად გვიკავშირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი ინდივიდუალური სტილი და გულწრფელი ემოციებით შექმნილი გემოები გამოგვარჩევს და გვეამაყება, რომ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები ისეთივე სიყვარულით ქმნიან თითოეულ პროდუქტს, როგორც ერთ დროს სამმა დამ შევქმენით და დავაარსეთ კომპანია ჩირიფრუტი
ჩვენი მიზანი
ჩვენი კომპანიის შექმნის იდეა ოჯახში გაჩნდა. ეს იდეა მალე გადაიქცა ოცნებად, შემდეგ უკვე მიზნად და დღეს ვამაყობთ, რომ ჩვენი მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ მსხვილ და წამყვან კომპანიებთან. მომდევნო წლის განმავლობაში კოპმანია გადავა ახალ საწარმოში, გააფართოვებს წარმოებას და დაასაქმებს უფრო მეტ ადამიანს.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავიდეს ჩირიფრუტის ტკბილეული ექსპორტზე, რათა შევძლოთ უცხო ქვეყნის მცხოვრებლებსაც ისე შევაყვაროთ ჩვენი პროდუქცია, როგორც საქართველოში უყვართ.
კომპანიის შექმნის დღიდან, ერთ რამეს ვცდილობთ, შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, გვქონდეს ყველასგან გამორჩეული ნიშა და ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება კლასიკად ქცეული გემოს ინტერპრეტაცია.
სოფო ჯიქია
დირექტორი / თანადამფუძნებელი
ჩვენი გუნდი
მაია ჯიქია
დამფუძნებელი, საფინანსო ხელმძღვანელ
სოფო ჯიქია
დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი.
მარიამ ჯიქია
დამფუძნებელი, დიზაინისა და წარმოების ხელმძღვანელი.